კლინიკაში გარდაიცვალა ახალგაზრდა კაცი, მასწავლებელი გიგა ავალიანი, რომელსაც რამდენიმე არასრულწლოვანი თავს დაესხა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე 2008 წელს დაბადებული პირია დაკავებული. ოჯახი ამბობს, რომ თავდასხმის დროს ადგილზე სხვა არასრულწლოვნებიც იმყოფებოდნენ.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
გიგა ავალიანის საქმის 2 ფიგურანტ გოგოს, რომლებიც 5 აგვისტოს ღამით დააკავეს, დღეს, 7 აგვისტოს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდეს.
გადაწყვეტილება მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა მიიღო.
პროკურატურა: ნ.ი.-მ მეგობრებს უთხრა, რომ ავალიანი „ზედმეტ ყურადღებას“ იჩენდა, რითაც წააქეზა დანაშაული
პროკურატურა აცხადებს, რომ ახალგაზრდა პედაგოგის, გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით 5 აგვისტოს დაკავებულ ორ გოგოს 6 აგვისტოს ბრალდება წაუყენეს.
ნ.ი.-ს წაუყენეს „ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების“, ხოლო ა.ნ.-ს - „განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის“ ბრალდება.
ბრალდება, თუ ის დამტკიცდება, პირველ შემთხვევაში 9-დან 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, მეორე შემთხვევაში კი - 3-დან 7 წლამდე პატიმრობას. სასჯელის დანიშვნისას, არასრულწლოვანებს სასჯელის მეოთხედი აკლდებათ.
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი დააკავეს.
თემქაზე მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე, ნია იმნაძე დააკავეს. ინფორმაცია ტაბულას საქმის პროკურორმა ქეთევან სონიძემ დაუდასტურა.
მისი თქმით, იმნაძე სსკ-ის 25-117-ე მუხლის მესამე ნაწილის ლ ქვეპუნქტით დააკავეს, რაც ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ და მძიმედ დაზიანების წაქეზებას გულისხმობს.
მალანიას მამა ამბობს, რომ მისი შვილი გიგა ავალიანზე თავდასხმაში ბრალდებულს არ იცნობდა
მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი არასრულწლოვნის მამა, შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, მერაბ მალანია ამბობს, რომ „უსამართლობაა, რაც ახლა ხდება“.
მან მედიასთან კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც მის შვილს, გიორგი მალანიას პროკურატურამ ბრალდება ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე წარუდგინა.
გიგა ავალიანის საქმეზე შსს-ს ექს-მაღალჩინოსნის შვილი დააკავეს
მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილი გ.მ. დააკავეს. დაკავებული არასრულწლოვანია.
„ბავშვი აბსოლუტურად უდანაშაულოა. ერთადერთი ზარის გულისთვის შეიძლება მისი 15 წლით ციხეში ჩასმა?!“ – თქვა დაკავებულის ბიძამ „ტვ პირველთან“.
რა მოხდა გიგა ავალიანის საქმის სასამართლოზე, სადაც იძულებით გამოკითხვაზე მიიყვანეს არასრულწლოვანი
28 წლის მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე, სკოლის მოსწავლე ნ.ი., რომელიც გამოკითხვაზე პოლიციამ იძულებით მიიყვანა, სასამართლოდან სასწრაფო დახმარების მანქანით წაიყვანეს.
არასრულწლოვნის გამოკითხვა მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ ვერ შეძლო. კითხვები ვერ დაუსვა მას ვერც ახალგაზრდა მასწავლებლისა და ექიმის, გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ, რომელიც ნ.ი.-სთან სასამართლოში შესახვედრად ემზადებოდა.
მასწავლებელ გიგა ავალიანის მკვლელობისთვის ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს - 10 წლითა და 6 თვით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.
გადაწყვეტილება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მასწავლებელ გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად განზრახ მძიმე დაზიანების, ჯგუფური ძალადობების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულები დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ჯგუფური ძალადობის იმ საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანს, რომელიც გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმესაც მოიცავს.
არასრულწლოვანი 26 მარტს დააკავეს, მას ცრუ ჩვენების მიცემას ედავებიან.
გიგა ავალიანის საქმის ფიგურანტები სხვა ადამიანებზეც ძალადობდნენ და თან იღებდნენ – პროკურატურა
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, გიგა ავალიანის საქმის ფიგურანტი ახალგაზრდები: ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი სხვა ადამიანებზეც ძალადობდნენ და ამ ფაქტებს ვიდეოზე აფიქსირებდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ გაავრცელა საგანგებო ბრიფინგზე.
„განაჩენი სოციალურ ქსელში გამოგვიტანეს“ - ინტერვიუ გიგა ავალიანის საქმის მთავარი ბრალდებულის მამასთან
17 წლის მოზარდი არ აღიარებს, რომ გიგა ავალიანს განზრახ მიაყენა ისეთი მძიმე დაზიანება, რომელსაც სიკვდილი მოჰყვა. ოჯახის მტკიცებით, მას არც დაზიანების და მითუმეტეს, მოკვლის განზრახვა არ ჰქონია. რამდენიმე დღის წინ ოჯახს პროკურატურიდან აცნობეს, რომ მოზარდისთვის ბრალის დამძიმებას აპირებენ.
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის დედამ პროკურატურასთან აქცია გამართა
დღეს, 17 იანვარს, პროკურატურასთან აქცია გამართა გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოანის დედამ, სოფო ძნელაძემ. ის აცხადებს, რომ მის შვილისთვის წარდგენილი ბრალდება დაუსაბუთებელია.
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ოთხი არასრულწლოვნიდან ორს ბრალი დაუმძიმდა.
საუბარია დ.ჩ.- სა და ა.ნ. -ზე, რომლებიც 20 დეკემბერს დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობდა და სასჯელის სახით 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.
მოკლული მასწავლებლის ოჯახი გენერალური პროკურორის გადადგომას ითხოვს
მოკლული მასწავლების, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე და ოჯახის სხვა წევრები, ისევე როგორც მათი მხარდამჭერები, გენერალური პროკურორის გადადგომას და საქმის სწორად გამოძიებას ითხოვენ.
გიგა ავალიანის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე კიდევ ორი არასრულწლოვანია დაკავებული.
პროკურატურა მასწავლებელ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პროკურატურა თბილისში მოკლული ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცალკე წარმოებად გამოყოფილია დამატებითი საქმე, რომელზეც შინაგან საქმეთა სამინისტროში საქართველოს პროკურატურის ზედამხედველობით გამოძიება გრძელდება.
ახალგაზრდა მასწავლებლის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარედგინა
თბილისში ახალგაზრდა მასწავლებლის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარედგინა.
კერძოდ, საქართველოს პროკურატურამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
ახალგაზრდა მასწავლებლის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი, 2007 წელს დაბადებული პირი დააკავეს
ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი – 2007 წელს დაბადებული გ.რ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ მას ბრალად მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა აედება.
კლინიკაში გარდაიცვალა ახალგაზრდა მასწავლებელი, რომელსაც თავს დაესხნენ - დაკავებულია 1 პირი
კლინიკაში გარდაიცვალა ახალგაზრდა კაცი, მასწავლებელი გიგა ავალიანი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ თავს დაესხნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე 2008 წელს დაბადებული პირია დაკავებული. ოჯახი ამბობს, რომ თავდასხმის დროს ადგილზე სხვა არასრულწლოვნებიც იმყოფებოდნენ.