
პირი
ზაზა ხატიაშვილი
ადვოკატი
1994 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი
1994-1996წწ. თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში კითხულობდა სისხლის სამართლის კურსს; 1995 წლიდან ეწევა საადვოკატო საქმიანობას; 2003 წელს, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მოიგო პირველი პროცესი საქართველოს ისტორიაში, ასანიძე – საქართველოს წინააღმდეგ; 2005 წლიდან ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი; 2005-2009 წლებში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი; არის ადვოკატთა პირველი პროფკავშირების დამფუძნებელი და თავმჯდომარე; 2009-2017წწ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე. გაზეთი "ბანკების და ფინანსების" გამოკითხვის შედეგად, საქართველოს პატრიარქის შემდეგ, დასახელებულია 2009 წლის ადამიანად.
დეტალები
- ტიპი
- პირი
- ქვეყანა
- GE
- საქმიანობა
- ადვოკატი
- დაბადება
- 1967-06-08