
პირი
თეა წულუკიანი
პარლამენტის ვიცე-სპიკერი
დაბადების ადგილი ქ.თბილისი.
1992 წელს დაამთავრა ლიონის (საფრანგეთი) ამპერის სახელობის ლიცეუმი და მიიღო საშუალო განათლების ბაკალავრის დიპლომი; სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე; საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ დიპლომატიის აკადემიაში.
1997-1998 წწ. მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრში; 2000 წლიდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შტატიანი თანამშრომელი; 2005 წელს მიიღო უფროსი იურისტის საკლასო ჩინი; 2006 წლიდან სასამართლოს რეგლამენტის კომიტეტის წევრი; 2009 წლიდან მომხსენებელი ერთი მოსამართლის მიერ განსახილველ საქმეებზე; 2010 წელს დაბრუნდა საქართველოში; 2012 წლიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრი. იყო პოლიტიკური პარტია "ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების" წევრი (2010წ); საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012წ).
დეტალები
- ტიპი
- პირი
- ქვეყანა
- GE
- საქმიანობა
- პარლამენტის ვიცე-სპიკერი
- დაბადება
- 1975-01-21