PersonaWiki
სოფიო კილაძე

პირი

სოფიო კილაძე

ყოფილი დეპუტატი

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. 2003-2011 წწ. ცხოვრობდა გერმანიაში, სადაც დაამთავრა ჰაიდელბერგის რუპრეხტ-კარლსის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;

2008-2011 წწ. მუშაობდა ჰაიდელბერგის მაქს-პლანკის საერთაშორისო საჯარო სამართლისა და შედარებითი სამართლის ინსტიტუტში საერთაშორისო სამართლის ენციკლოპედიის პროექტზე; ამ პერიოდში ერთი წელი იმუშავა იმავე ქალაქის საადვოკატო ბიუროში Bau, Becky & Collegen; 2011 წელს დაბრუნდა საქართველოში და დაიწყო პედაგოგიური საქმიანობა; 2011-2013 წწ. კითხულობდა ლექციებს სამაგისტრო პროგრამაზე LLM zu Köln; 2012-2014 წწ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი; პარალელურად კითხულობდა ლექციებს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში; 2014 წლიდან შსს აკადემიის პრორექტორი. არის არაერთი საკანონმდებლო პროექტის ავტორი და ინიციატორი; 2015 წლიდან "საზოგადოება 2030"-ის წევრი და ანალიტიკოსი.

· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020);

· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2016-).

დეტალები

ტიპი
პირი
ქვეყანა
GE
საქმიანობა
ყოფილი დეპუტატი
დაბადება
1984-01-16