PersonaWiki
რომან გოცირიძე

პირი

რომან გოცირიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, სახალხო მეურნეობის დაგეგმვის სპეციალობით 1982 წელს.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერ - თანამშრომლად; 1988 წლიდან ამავე უნივერსიტეტის მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის კათედრის დოცენტია; 1990 წელს იგი ეკონომიკური რეფორმების კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და საპარლამენტო ფრაქცია "დემოკრატიული ცენტრის" თანათავმჯდომარეა; 1992 წლის თებერვალში ინიშნება საქართველოს მთავრობის პრემიერ-მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად და სახელმწიფო საბჭოს წევრად; 1992 წელს იკავებს საქართველოს მთავრობის პრემიერ-მინისტრის მოადგილის, ეკონომიკური რეფორმების დარგში ვიცე-პრემიერის პოსტს; 1993-1995წწ. საქმიანობას აგრძელებს პედაგოგიკის სფეროში; 1998 წელს ინიშნება საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსის თანამდებობაზე;

2005-2007წწ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი; 2007-2013წწ. საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, ეკონომიკური საბჭოს მდივანი; 2014 წლიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომიკური კვლევის ცენტრის უფროსი. ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

· საქართველოს უზენაესი საბჭო, დეპუტატი (1990-1991);

· საინვესტიციო ფონდი - "ქართული კაპიტალის" სამეთვალყურეო საბჭო, თავმჯდომარე (1995-1996);

· საქართველოს ეკონომიკური თავისუფლებისა და კერძო საკუთრების დაცვის ლიგა, პრეზიდენტი (1996-1998);

· ქ. თბილისის საკრებულო, წევრი (2002).

· საქართველოს ეროვნული ბანკი, პრეზიდენტი, ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე (2005-2007);

· საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995);

· საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე (2004-2005);

· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი;

· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, წევრი (2016-).

ბიბლიოგრაფია:

· შიდა კონფლიქტების ეკონომიკური და სოციალური შედეგები საქართველოში = Economic and Social Consequences of Internal Conflicts in Georgia (ავტორი);

· გავლენიანი ჯგუფები და კორუფცია: საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების მუქარა (თანაავტორი);

· ეკონომიკა. პოლიტიკა. ცხოვრება (ავტორი).

დეტალები

ტიპი
პირი
ქვეყანა
GE
საქმიანობა
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი
დაბადება
1955-12-16