PersonaWiki
რევაზ არველაძე

პირი

რევაზ არველაძე

ყოფილი დეპუტატი

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი.

1964-1966წწ. ახმეტის ხის დამამუშავებელი კომბინატის ელექტროინჟინერი, მთავარი ენერგეტიკოსი; 1966-1980წწ. საქართველოს ენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, უფროსი ინჟინერი, უფროსი მეცნიერმუშაკი; 1980-1985წწ. საქართველოს მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველობა, უფროსი რეფერენტი, განყოფილების გამგის მოადგილე; 1984-1991წწ. საქმთავარენერგოს უფროსის მოადგილე, უფროსის პირველი მოადგილე, მთავარი ინჟინერი; 1991-1996წწ. საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 1992-1993წწ. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი; 1996-1997წწ. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე; 1998-1999წწ. კორპორაცია "აგორა", დირექტორი; 2004-2009წწ. სს საქრუსენერგოს კონსულტანტი, ტექნიკური საბჭოს მრჩეველი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი.

· საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, პრეზიდენტი (1999-);

· საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004);

· საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს რეგიონები - მაჟორიტარები", წევრი (1999-);

· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020);

· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2016-);

· საქართველოს საინჟინრო აკადემია, აკადემიკოსი.

დეტალები

ტიპი
პირი
ქვეყანა
GE
საქმიანობა
ყოფილი დეპუტატი
დაბადება
1941-10-28