PersonaWiki
მიხეილ სააკაშვილი

პირი

მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი

დაბადების ადგილი ქ. თბილისი. დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი 1992 წელს; 1993 წელს სტრასბურგში ადამიანთა უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტის დიპლომი მიიღო.

მუშაობდა ადამიანის უფლებათა ნორვეგიულ ინსტიტუტში ოსლოში, შემდგომ საქართველოს დროებითი სახელმწიფო საბჭოს ადამიანის უფლებათა კომიტეტში, ნიუ-იორკის იურიდიულ კომპანიაში "Patterson, Belknap, Webb & Tyler"; 1994 წელს დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი მაგისტრის ხარისხით, ხოლო მომდევნო წელს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსტიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექციებს ესწრებოდა. სწავლობდა ფლორენციის ევროპული სამართლის აკადემიაში და ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადემიაში; 2000-2001წწ. იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი; 2002-2003წწ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე; 2015 წლის 13 თებერვალს დაინიშნა უკრაინის რეფორმების საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ.

· პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", დამფუძნებელი და ლიდერი (2001-);

· საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999);

· საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საკონსტიტუციო და იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტი , თავმჯდომარე (1995-1998);

· საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", თავმჯდომარე (1998-1999);

· საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2000);

· საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, წევრი (1995-);

· საქართველოს პრეზიდენტი (2004-2013).

ჯილდოები, პრემიები და პრიზები:

· 2009 - სომხეთის რესპუბლიკის ღირსების ორდენი;

· 2008 - საპატიო მედალი "10 წელი ასტანაში";

· 2006 - ხაიფას უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი;

· 2005 - უკრაინის წლის ადამიანი;

· 2005 - აშშ-ის ადვოკატთა ასოციაცია, პრიზი, კანონიერებისა და მართლწესრიგისთვის ბრძოლისათვის;

· 2004 - ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან "წლის ევროპელის" ყოველწლიური პრემია;

· ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოქროს მედალი და საპატიო დოქტორი.

დეტალები

ტიპი
პირი
ქვეყანა
GE
საქმიანობა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი
დაბადება
1967-12-21