PersonaWiki
კობა ნაყოფია

პირი

კობა ნაყოფია

ყოფილი დეპუტატი

დაბადების ადგილი: ქ. გალი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1993 წელს; ასპირანტურა ბიზნესის სამართალმცოდნეობის სპეციალობით 1995 წელს; რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია 1998 წელს.

1987-1989 წწ. სამხედრო ნაწილი N25369, ზემდეგი; 1993-1996 წწ. კომერციული ფირმა "ოქროს საწმისის" გენერალური დირექტორი; 1996-1999 წწ. დსთ-ის ქვეყნების საერთაშორისო ეკონომიკური კომიტეტის მრჩეველი; 1999-2004 წწ. შპს "შტორმის" გენერალური დირექტორი; 2000-2004 წწ. შპს"ინვესტმენტ მენეჯმენტის" გენერალური დირექტორი; 2000-2004 წწ. სს "ორლოვის სამრეწველო კომპანიის" დირექტორთა საბჭოს წევრი; 2002-2004 წწ. კომპანია "პრომიშლენნიე ინვესტორის" ვიცე-პრეზიდენტი; 2003-2005 წწ. სს "ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; 2004-2006 წწ. სს "მადნეულის" გენერალური დირექტორი, სამეთვალყურეო სამჭოს თავმჯდომარე; 2004-2008 წწ. რმგ კოპპერი მადნეულის გენერალური დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 2004-2006 წწ. შპს "კვარციტის" გენერალური დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 2004-2008 წწ. შპს კვარციტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, წევრი;საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2012);საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი (2012-2016);საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020);საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" , წევრი (2016-2017);საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2017-).

დეტალები

ტიპი
პირი
ქვეყანა
GE
საქმიანობა
ყოფილი დეპუტატი
დაბადება
1969-02-22