
პირი
ქეთევან თურაზაშვილი
პარლამენტის წევრი
დაიბადა 1980 წლის 27 ივლისს, თბილისში;
2002 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი;
2002-2018 წლებში მუშაობდა ადამიანური რესურსების მართვის (HR) მიმართულებით ხელმძღვანელ პოზიციებზე როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში. 2018-2020 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრს.
ამავდროულად არის ადვოკატთა ასოციაციის და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრი. 2020 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის აპარატს, ხოლო 2023 წლიდან არის მეათე მოწვევის პარლამენტის და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საპარლამენტო დელეგაციის წევრი.
დეტალები
- ტიპი
- პირი
- ქვეყანა
- GE
- საქმიანობა
- პარლამენტის წევრი
- დაბადება
- 1980-07-27