PersonaWiki
ივლიანე წულაია

პირი

ივლიანე წულაია

დეპუტატი

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2004 წელს.

2004 წელს წარმატებით გაიარა ადვოკატთა ტესტირება სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით და შესაბამისი სერტიფიკატი მიიღო; 2004-2005წწ. იურიდიული კომპანია "გაბისონია, დიტრიხი&პარტნიორები“, ადვოკატი; 2005-2006წწ. იურიდიული კომპანია "დიგესტა", მმართველი პარტნიორი; 2006 წლიდან დეველოპერული კომპანია "არქი ჯგუფი", დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი; 2014 წლიდან კომპანია "იტონგ კავკასუსი“, დამფუძნებელი დირექტორი.

საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020);

საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2016-).

დეტალები

ტიპი
პირი
ქვეყანა
GE
საქმიანობა
დეპუტატი
დაბადება
1982-07-11