
პირი
ირაკლი მეზურნიშვილი
პარლამენტის წევრი
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 2007 წელს დაამთავრა ქ. მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტი. სწავლის პერიოდში დააარსა "დამოუკიდებელი ქართული კლუბი", რომელშიც ქართველი სტუდენტები გაწევრიანდნენ; 2007 წლიდან აქტიურად ჩაება სამეცნიერო საქმიანობაში, გამოქვეყნებული აქვს არაერთი პუბლიკაცია წამყვან ფინანსურ ჟურნალებში;
2010-2013 წლებში მუშაობდა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს კვლევით-ანალიტიკურ ცენტრში, საერთაშორისო ფინანსების დეპარტამენტში, უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; პარალელურად, კითხულობდა ლექციებს რუსეთის ფინანსთა სამინისტროს უნივერსიტეტში; 2013 წელს დაბრუნდა საქართველოში. კითხულობს ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ეკონომიკის თემაზე; 2015 წელს შექმნა სატელევიზიო ფორმატი და ჩაწერა ინტერვიუ მსოფლიოს ცნობილ ტოპმენეჯერებთან ნიუ-იორკში, ვაშინგტონში, ბრიუსელსა და მოსკოვში; დაასრულა მუშაობა დოკუმენტურ ფილმზე, რომელიც საქართველოს და აშშ-ს მრავალწლიან მეგობრობას ეხება, სადოქტორო დისერტაციის თემა - "ინტეგრაციული პროცესების განვითარება საერთაშორისო სავალუტო სფეროში".
· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020);
· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2016-).
დეტალები
- ტიპი
- პირი
- ქვეყანა
- GE
- საქმიანობა
- პარლამენტის წევრი
- დაბადება
- 1985-08-02