PersonaWiki
ირაკლი კოვზანაძე

პირი

ირაკლი კოვზანაძე

ყოფილი დეპუტატი

1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, 1995 წელს - ეკონომიკის ფაკულტეტი. 2000 წელს ლონდონის უნივერსიტეტის უმაღლესი საბანკო და საფინანსო სკოლა.

ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1990 წ); ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (2002 წ); პროფესორი(2004 წ).

1988-1990 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოთვლითი მათემატიკის კათედრის უფროსი ლაბორანტი;

1990-1991 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალგებრა-გეომეტრიის კათედრის უფროსი მასწავლებელი;

1991-2001 წწ. თსუ ალგებრა-გეომეტრიის კათედრის დოცენტი;

1993-1998 წწ. სს "კომერციული ბანკი კრწანისის“ თავმჯდომარის მოადგილე, გენერალური დირექტორი;

1998-2003 წწ. სს "გაერთიანებული ქართული ბანკი", გენერალური დირექტორი;

2003 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფინანსების და საბანკო საქმის კათედრის პროფესორი, კათედრის გამგე;

2007-2008 წწ. EBRD/OECD საბანკო კორპორატიული მართვის კომისიის ხელმძღვანელი. 2008-2012 წწ. ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი( EBRD);

2012-2015 წწ. სს "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი;

2015-2016 წწ. საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსური ზედამხედველობის საბჭოს თავმჯდომარე.

2016 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრი და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე.

ერთი სახელმძღვანელოსა და შვიდი მონოგრაფიის ავტორი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, ასევე, 50-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის მათემატიკასა და ეკონომიკაში.

დეტალები

ტიპი
პირი
ქვეყანა
GE
საქმიანობა
ყოფილი დეპუტატი
დაბადება
1962-06-29