PersonaWiki
ირაკლი აბესაძე

პირი

ირაკლი აბესაძე

ყოფილი დეპუტატი

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2003-2004 წწ. შპს "სამგორი ჯგუფის" იურისტის თანაშემწე; 2004 წელს თბილისის მერიის სამოქალაქო მონაწილეობისა და ინტეგრაციის საქალაქო სამსახურის - თბილისის კორპუსის საორგანიზაციო განყოფილების უფროსი, უფროსის მოადგილე; 2005-2007წწ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის კანონიერების დაცვის გენერალური ინსპექციის დაგეგმვის და ანალიზის განყოფილების უფროსი; 2007-2008წწ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე; 2008 წელს თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის კანონიერების დაცვის გენერალური ინსპექციის უფროსი; 2008-2011წწ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, შეთავსებით - თბილისის მერიის ადმინისტრაციის იურიდიული სამსახურის უფროსი; 2011-2013წწ. თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსი; 2013-2014წწ. თბილისის მერის მოადგილე; 2014-2016წწ. თბილისის საკრებულოს წევრი.

· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020);

· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" , წევრი (2016-2017);

· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო“, წევრი (2017-).

დეტალები

ტიპი
პირი
ქვეყანა
GE
საქმიანობა
ყოფილი დეპუტატი
დაბადება
1982-06-11