PersonaWiki
გიორგი მარგველაშვილი

პირი

გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი

დაბადების ადგილი ქ. თბილისი. 1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი.

1993-1994წწ. სწავლა განაგრძო ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში (ჩეხეთი - პრაღა), ხოლო 1993-1996წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში;

1996-1997წწ. ასწავლიდა ფილოსოფიასა და კულტუროლოგიას თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში;

1995-2000წწ. იყო ადგილობრივი მთავრობის ექსპერტი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI) თბილისის ოფისში;

2000-2012წწ. მუშაობდა სხვადასხვა მმართველ პოზიციაზე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში(GIPA), მათ შორის ორჯერ (2000-2006, 2010-2012წწ.) ეკავა რექტორის თანამდებობა;

2006-2010 წლებში მუშაობდა GIPA-ს კვლევითი დეპარტამენტის ხელმძღვანელად;

2012 წელს დაინიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრად. მინისტრობასთან შეთავსებით, დაინიშნა პირველ ვიცე-პრემიერად;

2013 წელს არჩეული იყო საქართველოს პრეზიდენტად.

დეტალები

ტიპი
პირი
ქვეყანა
GE
საქმიანობა
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი
დაბადება
1969-06-09