PersonaWiki
გიორგი ღვინიაშვილი

პირი

გიორგი ღვინიაშვილი

ყოფილი დეპუტატი

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1986-1987წწ. მუშაობდა საქაგრომშენის შემკეთებლად; 1987-1988წწ. საქართველოს პროკურატურის ინსპექტორად, კურიერად; 1990-1991წწ. საბურთალოს რაისაზკვების ტრესტის საწყობის მუშად; 1992-2002წწ. საქართველოს პროკურატურის თანაშემწედ, სტაჟიორად, გამომძიებლად გენინსპექციის პროკურორად, პროკურორად; 2002-2003წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციის უფროსად; 2004 წელი საქართველოს უშიშროების სამინისტროს სამხედრო სამსახური; 2004-2008წწ. საქართველოს პროკურატურის სამმართველოს უფროსად, დეპარტამენტის უფროსად, თბილისის პროკურორად; 2008-2012წწ. კახეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულად.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, წევრი;საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2008);

საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2016);

საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020);

საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2016-2017);

საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მოძრაობა თავისუფლებისთვის - რეგიონები", ფრაქციის თავმჯდომარე (2017-).

დეტალები

ტიპი
პირი
ქვეყანა
GE
საქმიანობა
ყოფილი დეპუტატი
დაბადება
1969-03-26