PersonaWiki
გიორგი ბეგაძე

პირი

გიორგი ბეგაძე

დეპუტატი

1994 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი.

1999 წელს გაიარა USAID-ის პროგრამით განხორციელებულ კურსი და მიიღო ინსტრუქტორ ტრენერის კვალიფიკაცია; 2000-2005წწ. მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე; მონაწილეობდა საერთაშორისო ტრენინგებში ტრენერად; გავლილი აქვს სტაჟირება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში; 2005 წელს საქართველოს განათლების სამინისტროს პროგრამა "ირმის ნახტომის" ფინანსური მენეჯერი; 2011 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აპარატის უფროსი; 2013 წელს ვილნიუსის გამოყენებითი უნივერსიტეტის ლექტორი; 2014 წელს მიიღო ვარშავის უმაღლესი ეკონომიკური სკოლის სტიპენდია ტურიზმის სწავლების მეთოდოლოგიაში; 2014 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ტურიზმის ცენტრის დირექტორი.

· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020);

· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - მწვანეები" , წევრი (2017-);

· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება" (2016-2017).

დეტალები

ტიპი
პირი
ქვეყანა
GE
საქმიანობა
დეპუტატი
დაბადება
1972-11-23