PersonaWiki
ეკა ბესელია

პირი

ეკა ბესელია

„მართლმსაჯულების სახლის“ ხელმძღვანელი

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდული ფაკულტეტი. 1998-2008წწ. საადვოკატო ფირმა "ეკა და კომპანია", დამფუძნებელი და ხელმძღვანელი; 2000-2011წწ. კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2004-2005წწ. UNDP-ის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეცედენტული სამართალი და ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტის ექსპერტი; 2005 წელს იუსტიციის სამინისტროს მოწვეული ლექტორი. სამართლის დოქტორი.

· ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, გამგეობის წევრი (2006-2008);

· ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებათა აღსრულების მონიტორინგის ქვეკომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე (2015-);

· ევროპის საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კომიტეტი, სრულუფლებიანი წევრი (2014-);

· პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო", დამფუძნებელი, პოლიტსაბჭოს წევრი (2012-);

· საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია, თავმჯდომარე (2006-2007);

· საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2012);

· საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი , წევრი (2012-2016);

· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020);

· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარე (2016-);

· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2016-);

· ფაზისის აკადემია , პრეზიდიუმის წევრი (2013-).

დეტალები

ტიპი
პირი
ქვეყანა
GE
საქმიანობა
„მართლმსაჯულების სახლის“ ხელმძღვანელი
დაბადება
1971-11-06