PersonaWiki
დიმიტრი ცქიტიშვილი

პირი

დიმიტრი ცქიტიშვილი

ყოფილი დეპუტატი

დაამთავრა ეკონომიკურ ურთიერთობათა თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტი. საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სპეციალობით; მოიპოვა მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში ვაიომინგის უნივერსიტეტში.

· 1998 – 2012 წწ. საქართველოს ახალგაზრდა სოციალისტების YS) წევრი/საერთაშორისო მდივანი/პრეზიდენტი/სამეთვალყურეო კომისიის პრეზიდენტი;

· 1998 – 2004 წწ. დსთ-ს და მშვიდობიანი კავკასიის საქმეთა სახელმწიფო ბიუროს ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის განყოფილების მრჩეველი სახელმწიფო საკითხებში;

· 2005 წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს რეგიონალური თანამშრომლობის დეპარტამენტის, დსთ-ს სამმართველოს მესამე მდივანი;

· 2005 - 2006 წწ. საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის დეპარტამენტის მეორე მდივანი;

· 2008 – 2012 წწ. ახალაზრდა სოციალისტების საერთაშორისო გაერთიანების IUSY) საერთაშორისო ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდიუმის წევრი;

· 2012 წ. პოლიტიკურ-სამხედრო ანალიზის ცენტრის, ჰადსონის ინსტიტუტის დირექტორის ასისტენტი;

· 2014 – 2016 წწ. - საქართველოს პროგრესული ფორუმის პრეზიდენტი;

· 2014 – 2016 წწ. - საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო ჯგუფის ქართული ოცნების ხელმძღვანელის პოლიტიკური მრჩეველი.

· 2016 წ. - საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის, ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი;

· საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;

· ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი;

· გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი.

დეტალები

ტიპი
პირი
ქვეყანა
GE
საქმიანობა
ყოფილი დეპუტატი
დაბადება
1975-07-24