PersonaWiki
დავით სერგეენკო

პირი

დავით სერგეენკო

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი

დაბადების ადგილი ქ.თბილისი. 1987 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი; 1991 წელს - მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი ინტენსიური თერაპიის მიმართულებით;

1987-1989წწ. იყო ქ. სოხუმის ბავშვთა საავადმყოფოს ექიმი-ინტერნი; 1989-1992წწ. რუსთავის სამშობიარო სახლის ექიმი-ნეონატოლოგი; 1992-1993 წწ. საქართველოს შეიარაღებული ძალების საავიაციო პოლკის ექიმი; 1995-1997წწ. საქართველოს სპორტის დეპარტამენტის სამედიცინო სამსახურის უფროსი; 1997-2006წწ. ჯოენის სამედიცინო ცენტრის ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი; 2002-2006წწ. "MediClubGeorgia"-ს სამედიცინო მენეჯერი; 2006- 2012წწ. საჩხერის სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორი. 2012 წელს დაინიშნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად.

დეტალები

ტიპი
პირი
ქვეყანა
GE
საქმიანობა
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი
დაბადება
1963-09-25